მარნეულში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები 80%-მა ჩააბარა
მარნეულის მასშტაბით მეთერთმეტე კლასელთა 80%-მა საატესტატო გამოცდა ჩააბარა, ხოლო 20% ჩაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმცია ჩვენ მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა მოგვაწოდა. ამბობს, რომ შედეგები მიახლოებითია.



წელს საატესტატო გამოცდაზე სულ 900 მეთერთმეტე კლასელი გავიდა. გამოცდის ჩაბარება ქართულენოვან მოსწავლეებს 4 საგანში მოუწიათ, ხოლო არაქართულენოვნებს 3 საგანში. მეთერთმეტე კლასელებმა, რომლებმაც წელს წარმატებით ვერ გადალახეს ბარიერი, მომავალი სასწავლო წლის ბოლოს შეეძლებათ კიდევ სცადონ ბედი სრული ზოგადი განათლების ადესტატის მოსაპოვებლად.

რადიო "მარნეული"
Print