მომავალ წელს პენსია გაიზრდება
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი“, - განაცხადა ბახტაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები