2018 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 22 ივნისიდან შეეძლებათ
ბარათის ამოსაბეჭდად საჭიროა აპლიკანტი შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით.
პირად გვერდზე (სადაც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი გამოცდების მთელი პერიოდის განმავლობაში.

წყარო: naec.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები