სერგო რატიანი - პრობლემა, რომელიც 51-ე სკოლაში გამოვლინდა, პრაქტიკულად ყველა სკოლაში გვაქვს
პრობლემა, რომელიც 51-ე სკოლაში გამოვლინდა, პრაქტიკულად ყველა სკოლაში გვაქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. მან ხაზი გაუსვა სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურის სამსახურს შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხს.

„სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურის სამსახურს შორის არ ხდება ფუნქციების გადანაწილება, ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები უბრალოდ ყურადღების მიღმაა დატოვებული. ის პრობლემა, რაც 51-ე სკოლაში არის, პრაქტიკულად არის ყველგან,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გუშინ, 51-ე სკოლის მანდატურები გამოკითხეს. მანდატურებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

სერგო რატიანის თქმით, მანდატურები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირები არ შეუნიშნავთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები