ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს ბრალს დღეს წაუყენებენ
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება. საგამოძიებო ორგანო მალხაზ კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავება.

ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავს. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ დღესვე ჩაინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print