ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედა - ჩემ შვილს სანადირო თოფი არ ჰქონდა, შესაძლოა, საქმეში სხვა პირების ინტერესები იკვეთებოდეს
შესაძლოა, საქმეში სხვა პირების ინტერესები იკვეთებოდეს, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსის, მალხაზ კობაურის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა განაცხადა.
დაკავებულის დედას უჭირს ვერსიებზე საუბარი, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის.

"არ ჰქონდა სანადირო თოფი და არ ვიცი, ვის ეკუთვნის ის. მე არ მჯერა, რასაც მას ედავებიან. 7 რიცხვში ვესაუბრე, თუმცა მომხდარზე არაფერი უთქვამს. მე ვიცი, რომ იმ დღეს მწყემსებთან ერთად იყო, მაგრამ ვინ არიან ეს მწყემსები, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს. ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას. ეჭვი რომელიმე მწყემსზე არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა პირი იყოს. ჯერ გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს ველოდები," - განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები