მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, სადაც სამი ახალი ინისტრი იქნება:
  1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი.
  2. ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, ჯეოსელის ყოფილი ფინანსური და ეკონომიკური დირექტორი;
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია “მაკკინზის” უფროსი პარტნიორი;
  4. საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი (ინარჩუნებს მინისტრის პოსტს)
მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძის თქმით, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი იქნება. აღნიშნული სამინისტრო უქმდება და მისი ფუქნციები გადადის იუსტიციის სამინისტროში.

მამუკა ბახტაძის თქმით, დანარჩენი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი, ინარჩუნებენ მინისტრის პოსტს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული სამსახურისთვის.

ახალ მთავრობაში სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება.

წყარო: ნეთგაზეთი
Print