ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო 5 თანამშრომელი დაშავდა – შსს
შსს–ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო შსს–ს ხუთ თანამშრომელი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სამინისტროს ცნობით, 12 ივლისს, სასაზღვრო ვერტმფრენი – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიულად დაეშვა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა, აცხადებს სამინისტრო.

შსს–ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები