სიახლე
ნატოს სამიტი “ქაოსში” – ტრამპის მოულოდნელი განცხადებები და შეხვედრა ალიანსის წევრებს შორის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია აშშ გაიყვანოს ნატო-დან, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა:

“ისევ იმუქრებით თუ არა რაიმე მიზეზით აშშ-ის პოტენციური გასვლით ნატო-დან და გჯერათ თუ არა, რომ ამის გაკეთება კონგრესის მხარდაჭერისა და დასტურის გარეშეც შეგიძლიათ?”

კითხვას პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“ვფიქრობ, ალბათ, შემიძლია, მაგრამ ეს არ არის საჭირო. ისინი[ალიანსის სხვა წევრები] დღეს ისეთ დონეზე ავიდნენ, როგორც არასდროს”, – თქვა მან.

პრესკონფერენციას წინ უძღოდა ტრამპსა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერებს შორის საგანგებო შეხვედრა. როგორც შემდგომ ტრამპის განცხადებებიდანაც გამოჩნდა, შეხვედრაზე იმსჯელეს ალიანსის წევრების თავდაცვითი ბიუჯეტისა და ნატო-ში მათი ფინანსური წვლილის გაზრდის შესახებ.

“ტრამპმა ნატო-ს სამიტი ქაოსში შეიყვანა თავდაცვის დაფინანსების საკითხზე შეტევით” -ასე შეაფასა გამოცემა “გარდიანმა” აშშ-ის პრეზიდენტის მოულოდნელი ქმედება.

CNN-ის ცნობით, როგორც ტრამპმა შეხვედრის შემდეგ გამართულ დაუგეგმავ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამხედრო ფინანსების გაზრდის მიმართულებით შეთანხმება შედგა.

“მე ვუთხარი ადამიანებს, რომ ძალიან დამწუხრებული ვიქნები, თუ ისინი თავიანთ ვალდებულებებს არსებითად არ გაზრდიან. იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზარმაზარ თანხებს იხდის – ალბათ, ნატო-ს ფინანსების 90%-ს”.

შემდეგ კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ.

“ყველანი შეთანხმდნენ, რომ არსებითად გაზრდიან თავიანთ ვალდებულებებს. ისინი ამას აპირებენ ისეთ დონეზე, როგორც არასდროს”, – აღნიშნა მან. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს რა სახის გეგმები აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის ფონზე სამიტის ფარგლებში დაგეგმილი არაერთი შეხვედრა და პრესკონფერენცია ჩაიშალა. “გარდიანის” ცნობით, გაუქმებულ ღონისძიებებს შორისაა ანგელა მერკელისა და ტერეზა მეის პრესკონფერენციებიც. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებს ოთახის დატოვება სთხოვეს, ვინაიდან იქ ნატო-ს შიდა საკითხები უნდა განხილულიყო.

შეხვედრის შემდეგ ალიანსში შემავალი ევროპის ქვეყნების ლიდერები საკუთარ ოთახებში დაბრუნდნენ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავდნენ.

დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებიდანვე გამოთქვამდა პრეტენზიას ნატო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო ფინანსურ როლზე. გუშინ კი მან “ტვიტერზე” დაწერა, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ნატო-სთვის უნდა გაიღონ მათი მშპ-ს მინიმუმ 2%, როგორც ამას ალიანსის წევრებს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გუშინ დაიწყო.






წყარო: netgazeti.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო
გახდეს
11:38 / 19.02.2019
ავტოტრანსპორტისა და მოტოციკლების მძღოლებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად
შეარჩიეთ
09:51 / 19.02.2019
ვერძი
კონკურენციისა და ემოციების დღეა. პარტნიორული ტანდემი გონივრულად შეარჩიეთ
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას
თქმით, საქართველოში
14:23 / 18.02.2019
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების
გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას
ეხმაურება
14:04 / 18.02.2019
მიხეილ სააკაშვილი გენეტიკური ტესტის შედგების გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუკზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება
მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში
დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, დავის უკანონოდ
გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის
12:46 / 18.02.2019
მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე უკვე 14-დან 12
ნაფიცი მსაჯულია შერჩეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
პრესკონფერენციაზე სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ
მალხაზ
12:40 / 18.02.2019
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე უკვე 14-დან 12 ნაფიცი მსაჯულია შერჩეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

ვიდეო სიახლეები