ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება
ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში, რომელიც დღეს ნატო-ს სამიტზე მიიღეს.

“საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატო-ს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება. ნატო-ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

ნატო-ს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში”,
- აღნიშნულია დეკლარაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები