სიახლე
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ორი უცნობი მამაკაცი, რომლებზეც მალხაზ კობაური საუბრობდა, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ორი უცნობი მამაკაცი, რომლებზეც მალხაზ კობაური საუბრობდა, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ
​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადას ხობაში მომხდარი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეში ახლა ჩაერთო, მანამდე მალხაზ კობაურის უფლებებს სხვა ადვოკატები იცავდნენ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, კობაური საუბრობს ორ უცნობ ადამიანზე, რომელბმაც სმიტების ოჯახის წევრები დახოცეს.

„მალხაზ კობაური მოყვა, რა მოხდა სინამდვილეში, რისიც მე მჯერა და თუ ჩვენ ამ საქმის ვერსიას გავიზიარებთ, ამ შემთხვევაში მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ არის ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმე. კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. მან განაცხადა, რომ ესენი არიან უცხოელები, ქართველებს არ გავდნენ, მეტყველებდნენ ქართულად, თუმცა საუბრობდნენ ისე, თითქოს ჯერ აზრებს ალაგებდნენ და მერე საუბრობდნენ. როგორც კობაური აცხადებს, ისინი დაახლოებით ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ და აქცენტიც უფრო ლეკური ჰქონდათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ მაიკლ სმიტი აღელვდა.

„კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, კობაურმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

„როდესაც კობაური მოუყვა გამომძიებელს ყველაფერს, არავინ დაუჯერა, სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშული, იმყოფებოდა ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და მოუწია ამ წნეხის პირობებში აღიარებითი ჩვენების მიცემა. მალხაზ კობაური ამ ორი ადამიანის ტყვე იყო. ეს ორი პიროვნება მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. ამიტომ სდუმდა ის დღეები, ეშინოდა. მას აღენიშნება მცირედი დაზიანება, ამ მცირედ დაზიანებაზეც ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ ეს არის ნიკაპზე. პოლიციელებს მისთვის არ მიუყენებიათ დაზიანება, ეს დაზიანება მიაყენა ერთ-ერთმა პიროვნებამ იმ ორიდან, რომელიც მას ცალკე აკავებდა და არ მისცა საშუალება, რომ კობაური დახმარებოდა სმიტების ოჯახს, როდესაც მეორე პირი მაიკლ სმიტს სასიკვდილოდ იმეტებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს, ისინი ორმა „უცხოურმა მამაკაცმა“, რომლებიც მას დაემუქრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული.
16:12 / 16.07.2018
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით,
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის
დღედ გამოცხადდა.
16:08 / 16.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზეთ „ალია“-ს 11-17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა  პარტია
„ქართული მისიის“ ლიდერის და ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „ქართული
მარში“-ს მხარდამჭერის გია კორკოტაშვილის ინტერვიუ, სადაც მან
 აიდაჰოს დღეს, 17 მაისს სამართალდამცავების მიერ მისი და მისი
თანამოაზრეების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.
15:57 / 16.07.2018

გაზეთ „ალია“-ს 11-17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა  პარტია „ქართული მისიის“ ლიდერის და ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „ქართული მარში“-ს მხარდამჭერის გია კორკოტაშვილის ინტერვიუ, სადაც მან  აიდაჰოს დღეს, 17 მაისს სამართალდამცავების მიერ მისი და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.

შსს-ს გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს ტყიბულის მინდელის
სახელობის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად
კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
10:47 / 16.07.2018
შსს-ს გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 16 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
16:30 / 14.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
დღეს, 13 ივლისს, ზესტაფონში, გზის სავალი ნაწილიდან 3 სატვირთო
ავტომობილი გადავარდა.
16:15 / 13.07.2018
დღეს, 13 ივლისს, ზესტაფონში, გზის სავალი ნაწილიდან 3 სატვირთო ავტომობილი გადავარდა.
ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე
მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,
17:04 / 12.07.2018
ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,
ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი
კვლავ ჩაერთო სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სრულად
ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
14:08 / 12.07.2018
ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი კვლავ ჩაერთო სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით