სიახლე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

წყარო: police.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების
გაძვირება შეუჩერა.
21:51 / 14.02.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.
ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში 2019 წლის 20 იანვარს
ხელახლა, საზეიმოდ გახსნეს ყარაბაღის ომში დაღუპული ბუღაშენელი
მებრძოლის განახლებული ბიუსტი, რომელიც იქ 1990-იანი წლებიდან
იდგა.
13:55 / 13.02.2019

ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში 2019 წლის 20 იანვარს ხელახლა, საზეიმოდ გახსნეს ყარაბაღის ომში დაღუპული ბუღაშენელი მებრძოლის განახლებული ბიუსტი, რომელიც იქ 1990-იანი წლებიდან იდგა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე
პარლამენტის სასახლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება.
სამუშაოებისათვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი
გამოყო.
23:58 / 12.02.2019
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება. სამუშაოებისათვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო.
დღეს, 12 თებერვლას, გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ, სადაც დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის
ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს,
21:35 / 12.02.2019
დღეს, 12 თებერვლას, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს,
დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით
2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა.
13:15 / 12.02.2019
დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა.