მარნეულში არსებული ერთადერთი შუქნიშნის დაზიანების შესახებ მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.

მარნეულელმა ფუად გახრამანოვმა და ფარიკ მურსაკულოვმა დღეს, 16 ივლისს  შეამჩნიეს, რომ შუქნიშანი არ მუშაობდა მაშინვე 112-ში დარეკეს ადგილზე კი საპატრულო სამსახური მივდა, რომლებმაც მოქალაქეებს, უთხრეს რომ დაზიანებული შუქნიშნის გამო მარნეულის მერიას უნდა მიმართონ. სწორედ მათ შეატყობინეს მერიას შუქნიშნის გაუმართაობა.

როგორც მარნეულის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხარშილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ამჟამად შუქნიშანის გაუმართაობა საფრთხეს არ წარმოადგენ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისთით,  თუმცა მის შეკეთებას მალევე გეგმავენ.



მარნეულში არსებული ერთადერთი შუქნიშანი მერიამ მოქალაქის მოთხოვნის შემდეგ პირველად 3 ივლის აამუშავა, თუმცა ერთ-ერთი მოსახლე ფიქრობს, რომ 3 ივლისს მერიას შუქნიშანი არ შეუკეთებია.

„მერია ტყუილად გვიხუჭავს თვალებს, არაფერიც არ გაუკეთებიათ. უბრალოდ წავიდნენ და მტვერი გაუწმინდეს შუქნიშანს. გვითხრეს გავარემონტებთო, თავიანთ ვებ გვერდზეც დადეს. მაგრამ მე პირადად წავედი და ვნახე არაფერი არ შეცვლილა. 14 დღე გავიდა, დღეს მაგისთვის ვარ ისევ მოსული მანდ რამე რომ მოხდეს ვინ აიღებს პასუხისმგებლობას“- ამბობს ერთ-ერთი მოსახლე.

მარნეულის მერია დაზიანებული შუქნიშნის შეკეთებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად როდის, უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები