სუბარი და ჩხენკელი ბახტაძის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა, განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.

პრემიერ-მინისტრს მესამე მრჩეველიც ჰყავს საგარეო საკითხებში – თედო ჯაფარიძე, რომელიც მის წინამორბედ გიორგი კვირიკაშვილსაც აძლევდა რჩევებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები