მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია - ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, ანუ შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს
პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას სადღაც ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ამ ზიზღით არის განპირობებული. ის ჩვენთან შემოიჭრა, ვინაიდან ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. ასე რომ, მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს. ის ისეთია, როგორიც არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ტრამპი იმ მოცემულობიდან გამომდინარეობდა, რომ პუტინი მოწინააღმდეგეა“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები