მარნეული-სადახლოს გზაზე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-5-ე კილომეტრზე გუშინ, 16 ივლისს საღამოსა საათებში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოცურების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის დროს ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ავრიის შედეგად არ დაშავებულა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შსს-ში განუცხადეს მანქანის მძღოლი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე 250 ლარით დაჯარიმდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები