22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 18 – 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +34 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +37 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 - 19 ივლისს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +33 +35 გრადუსი იქნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები