2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის
რაოდენობა 52.93%-ით გაიზარდა.
ამას შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.
ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად 2018 წლის პირველ 6 თვეში გასული
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია დანაშაულის გახსნის
მაჩვენებელი. თუ 2017 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებული დანაშაულის
54.35% გაიხსნა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში – 36.42%.
რაც შეეხება დანაშაულებს, რომელთა სტატისტიკა ყველაზე მეტად
გაიზარდა:
- ოჯახში ძალადობა – გაიზარდა 275%-ით
- ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის
შექმნა – 280%-ით
- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
წინააღმდეგ – 287%-ით
- მუქარა – 394%-ით