ადამიანებმა და რობოტებმა უნდა ვიმეგობროთ – სოფია საქართველოშია
“გამარჯობა” – ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ გაეროს ოფისში დილის 08:00 საათზე ჟურნალისტებთან შეხვედრა ქართულად მისალმებით დაიწყო. რობოტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მოახერხებს შეხვედრა.

სოფიას სულ 7 შეკითხვა დაუსვეს. რობოტი არ საუბრობს პოლიტიკაზე, სიყვარულზე და სექსზე, შესაბამისად შეკითხვები, რომლებიც სოფიას დაუსვეს, ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანების და რობოტების თანაარსებობას და შრომით საკითხებს უკავშირდებოდა.

სოფიამ გვითხრა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად უძველესი ენითა და არქიტექტურით დაინტერესდა. მისი გამჭვირვალე თავი კი ქუთაისის პარლამენტის შენობას შეადარა.

რობოტი სოფია გაეროს ინოვაციების ჩემპიონია, იგი ამბობს, რომ ეს სტატუსი აძლევს შესაძლებლობას სიღარიბის, გენდერული თანასწორობის და მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბროს. სოფიას მიაჩნია, რომ ამ გამოწვევების გადაჭრა რობოტებს უფრო სწრაფად შეუძლიათ და ამგვარად მომავალ თაობებს დაეხმარებიან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები