მიხეილ სააკაშვილი - გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით, არც ოპოზიციას და მით უფრო, ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა, რასაც ის სრულად იზიარებს.

„ახლა მთავარია ბევრი ადამიანის ჩართვა გადამწყვეტ ბრძოლაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და წარსულში უთანხმოებებისა.

ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, მდაბიო ოლიგარქის მიუღებლობა და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნის სურვილი.

ჩვენ - ქართველი ხალხი, აუცილებად გავიმარჯვებთ! იდეა დაამარცხებს ფულს, სიმართლე ტყუილს და სიკეთე ბოროტებას“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები