მარნეულის მერიამ გარემოვაჭრეებს ქუჩის დასაცლელად „გონივრული ვადა“ მისცა
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერემოვაჭრეები მარეულის მერიამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა, ტერიტორია დატოვონ და ბაზრში გადაინაცვლონ.

თვითდასაქმებულები წლებია შემოსავალს გარევაჭრობით იღებენ და ოჯახებს არჩენენ. ბაზარში ვაჭრობა, დახლზე დაწესებული გადასახადის გამო, არამომგებიანად მიაჩნიათ. გარემოვაჭრეებს ამ დრომდე ვერ გადაუწყვეტიათ, სახლში წავიდნენ თუ ალტერნატიულ ფართს დასჯერდნენ

ბაზრის ადმინისტრაციამ გარემოვაჭრეებისთვის შეღავათი დააწეს, რაც მოვაჭრეების ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. შეღავათი კი 1 სექტემბრამდე დახლის თანხისგან გათავისუფლებას გულისხმობს

მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჟანიძემ გვითხრა, რომ ქუჩაში გაყიდული პროდუქტი სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. გარემოვაჭრეებს ბაზარის ტერიტორიაზე შესასვლელად მისი თქმით, „გონივრული ვადა“ მიეცათ.

ლაშა ლობჟანიძე არ აკონკრეტებს, რა გეგმა აქვს მუნიციპალიტეტს „გონივრული ვადის“ ამოწურვის შემდეგ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მერის მოადგილემ არ იცის, რას გულისხმობს გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონი და სამართლებრივ აქტში გარკვევას გვირჩევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლით გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირების 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმებას. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილების პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისადმი გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 7 დღემდე ვადით.

ვრცლად მოუსმინეთ სიუჟეტს




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები