მარნეულელი მამაკაცი გველის ნაკბენით საავადმყოფოში გადაიყვანეს
35 წლის რაუფ მუსატაფაევს ქვეწარმავალმა უკბინა. ამდრომდე ის მკურნალობას მარნეულის ავერსის კლინიკაში გადის, როგორც თავად გვიყვება, ის სუპერმარკეტში მუშაობს და 18 ივნიის, როდესაც მუშაობა დაასრულა საპირფარეშოში მიდიოდა, ფეხის არეში უეცარი ტკივილი იგრძნო და იხსენებს, რომ მიწაზე უგონოდ დაეცა. რაუფი მეგობარმა შემაჩნია და საკუთარი ავტომობილით სოფელ კიროვკიდან იქვე მდებარე სადახლოს სასწრაფო ცენტრში წაიყვანა იქედან კი მარნეულში გადაამისამართეს.



როგორც მარნეულის ავრესის კლინიკაში გვითხრეს, პაციენტის ნაკბენი სავარაუდოდ გიურზის ნაკბენს ჰგავს. ეს კი პირველი დაკბენის შემთხვევაა არაა.

პაციენტების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში ძალიან რთული არ არის. მათ ყველანარი საშუალება აქვთ ქვეწარმავლებით დაკბენილების სამკურნალოდ. დაკბენის შემთხვევაშ კი გვირჩევენ, რომ სიარულს მოვერიდოთ და დაუყონებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მივმართოთ.

მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენრტში ამბობენ, რომ აპრილიდან ივნისის ჩათვლით მარნეულში ქვეწარმავლის კბენის შემთხვევა 21-ჯერ დაფიქსირდა.



მარნეულიდან ქვეწარმავლის დაკბენის ფაქტზე მიმართვიანობა რუსთავის საავადმყოფოშიც ფიქსირდება.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ეთერ ლაფერაძის თქმით, ქვეწარმავლების კონტროლი სახელმწიფო დონეზე არ ხდება.

ადამიანებს, რომლებსაც სახლის ტერიტორიის ან კონკრეტული ადგილის დაცვა სურთ ქვეწარმავლების თავიდან ასარიდებლად კერძო კომპანიებთან მიმართვა მოიწევთ. როგორც ჩვენ ერთ-ერთ კომპანიაშ განგვიცხადეს, მარნეულიდან გასულ წელს უფრო მეტი გამოძახება ჰქონდათ წელს კი მხოლოდ 4-ჯერ მიმართეს. ისინი სადენზინფექციო სამუშაოებს ახორციელებენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები