“ხანძრის 15 კერა ათენის შემოგარენში ერთდროულად გაჩნდა” – დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
საბერძნეთში ორშაბათის ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 74 ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ათეულობით ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

მთავრობის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ხანძარი დივერსიის შედეგად გაჩნდა.

“15 ხანძარი ერთდროულად დაიწყო ათენის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე”, – თქვა საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა დიმიტრის ცანაკოპულოსმა. მის კომენტარს BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Greek Reporter იუწყება, მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. ხანძრის შედეგად დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დასახლებულ რაიონებს, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა. ადამიანებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს ცეცხლმოდებული სახლებიდან და ავტომობილებიდან.

ხანძრი მიზეზების დადგენაში საბერძნეთის მთავრობამ დახმარება აშშ-ს სთხოვა.

ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გადაღებულ ვიდეოში ცხადად ჩანს გამანადგურებელი ხანძრის მასშტაბები:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები