სახელმწიფოს მიწების მისაკუთრების ბრალდებით 12 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2016-2017 წლების განმავლობაში, ბრალდებულებმა, დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და შემდგომ, მათი გამოყენებით თაღლითურად
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მიისაკუთრეს.

გამოძების ცნობით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები, მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში, 11 600 მ 2 მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 000 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიწის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები