გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში საქართველოს და სუდანის
მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4
მოქალაქე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად
დამაკმაყოფილებელია,
- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან დიასამიძემ
განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი
ქართველი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“რიგი საინფორმაციო საშუალებების
მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში
მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ.
მართლაც მოხდა ინციდენტი, ოღონდ არა ბერლინში, არამედ ბრანდერბურგის
ფედერალურ მიწაზე მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში. მოხდა
ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე.
ინციდენტი დაიწყო საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის
მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში
გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც
შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო
გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება
საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი
გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლევან
დიასამიძემ.