საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს
საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამიდან 20 მილიონ ევროს გამოყოფს. გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობამ რიგი ზომები მიიღო დაზარალებულების დასახმარებლად.

როგორც საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ტზანაკოპულოსმა განაცხადა, აღნიშნული ზომები შეეხება სტიქიის ადგილას მცხოვრები მოქალაქეების საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე გაიხსნება სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელმწიფო და ნებისმიერი მსურველი ფულს გადარიცხავს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახების დახმარების ძირითადი პაკეტი და საკომპენსაციო თანხა მოგვიანებით დასახელდება, როდესაც სტიქიის შედეგები სრულად იქნება შეფასებული.

საბერძნეთში ორშაბათს დაწყებული ტყის ხანძრის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები