საკრებულოს სხდომა სამ საათზე დაანონსეს
საკრებულოს სხდომის გამართვის სესახებ ინფორმაცია საკუთარი რეკლამის დარღვევით აანონსებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დილის საათებში გამოაქვეყნეს ინფორმაცია რომ საკრებულოს სხდომა, დღეს, 25 ივლის 15:00 საათზე გაიმართება .

დღის წესრიგში ჩამოთვლილია ექსვი საკითხი: მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძეს წერილების განიხილავა არის დაგეგმილი. შინაარსი წერილების უცნობია.
უფრო ვრცლად თუ რა შინაარსის წერილები განიხილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რადიო „მარნეულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაიგებთ.

1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემმბრის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. ვ. მამედოვი, რ. ტაბატაძე/
2. „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. რ. ტაბატაძე/
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 02 ივლისის N03/6691 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 9 ივლისის N03/6892 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 18 ივლისის N03/7215 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 16 ივლისის N03/7143 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
7. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 18 ივლისის N03/7220 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ბ.გუჯეჯიანი/
8. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 25 ივლისის N03/7535 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ბ.გუჯეჯიანი/

კვლავ შეგახსენებთ, რომ : მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს.
ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება დაესწროს მას:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები