რეგიონებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ
საქართველოს პრეიერ-მინისტრის,
მამუკა ბახტაძის თქმით, რეგიონებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ. შესაბამისი
გადაწყვეტილება მთავრობამ ღევანდელ სხდომაზე მიიღო
.
ბახტაძის თქმით ამ სფეროში დასაქმებულებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ
და 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა:
„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში
ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და
ოპერატიულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.