დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდეთ 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას
დღეს, საქართველოდან, 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ მთვარის სრულ დაბნელებაზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი.  დედამიწის ჩრდილში მოქცეული მთვარე ცაზე წითელ შეფერილობას მიიღებს.

მთვარის სრული დაბნელება 23:30 საატზე დაიწყება, პიკს კი 00:21-ზე მიაღწევს. მთვარის სრული დაბნელება 01:13 საათზე დასრულდება.

მთვარის დაბნელება ასეთი განგრძლივი იმიტომ იქნება, რომ ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ცენტრში გაივლის, სადაც ის ყველაზე განიერია.

ამავე ღამეს თბილისის ციდან, მთვარის გარდა, მარსზე დაკვირვებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც დედამიწასთან 2003 წლის შემდეგ ყველაზე ახლო დიასტანციაზე იქნება და კაშკაშა წითელ ვარსკვლავს დაემსგავსება.

მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელების სანახავად სპეციალური დამცავი სათვალე არ დაგჭირდებათ. ამ მოვლენაზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც უსაფრთხოა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები