ქაიროს ზოოპარკს ვირის ზებრასავით გადაღებვაში ადანაშაულებენ
ეგვიპტის ზოოპარკს ვირის გადაღებვასა და ზებრად გასაღებაში ადანაშაულებენ, რასაც ზოოპარკი უარჰყოფს.
BBC-ის ცნობით, სტუდენტმა მაჰმუდ სარჰანმა ქაიროს საერთაშორისო ბაღში სტუმრობის შემდეგ ზებრასთან ფოტო გადაიღო და ფეისბუკით გაავრცელა.

გარდა იმისა, რომ ცხოველი ტანდაბალია და დაცქვეტილი და დიდი ყურები აქვს, სახეზე შავი ლაქები გადღაბნილი აქვს.

ცხოველის ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ იგი ზებრა არაა.

ადგილობრივ extranews.tv-სთან საუბრისას ვეტერინარმა განაცხადა, რომ ზებრის დინგი შავია, ხოლო ზოლები კონსისტენტური და პარალელურია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები