ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1954 წელს დაბადებული ა.ბ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის
ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - 1978 წელს დაბადებულ
გ.ბ. ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან 1 საათში, შემთხვევის ადგილზე
დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად
ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.