ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას
გამოკითხულთა უმეტესობისთვის, კერძოდ კი 41%-თვის მისაღებია.
საწინააღმდეგოდ მიიჩნევს გამოკითხულთა 29%.
რაც შეეხება სხვა პასუხებს, 28%-მა არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის
აღნიშნული მოვლენა, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე
სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.