NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, გაზრდილია.
კითხვაზე, “მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი,
საქართველო გახდეს ნატო-ს” წევრი, გამოკითხულთ 75%-მა დადებითად
უპასუხა. 17%-სთვის ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება
მიურებელია, 8%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის
ნატო-ში გაწევრიანების მიმართ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე
მაღალია. მიმდინარე წლის მარტის შემდეგ კი, მაჩვენებელი 10%-ით არის
გაზრდილი.
რაც შეეხება ევროკავშირს: გამოკითხულთა 81% იზიარებს საქართველოს
მთავრობის გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ევროგაერთიანებაში გაწევრიანების
შესახებ. დადებითი განწყობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც გაზრდლია.
მარტის კვლევით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას მხარს
გამოკითხულთა 75% უჭერდა.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე
სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.