NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 31% მიიჩნევს, რომ
ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის
პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. საპირწონედ 22% თვლის,
რომ ამ მოვლენას ქვეყნის პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება.
რაც შეეხება დანარჩენ პასუხებს, გამოკითხულთა 21% თვლის, რომ
ივანიშვილის დაბრუნებას პოზიტიური გავლენა ექნება, ხოლო 26%-მა
კითხვაზე “არ ვიცი” უპასუხა.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე
სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.