საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიამ 23-29 ივლისის პერიოდში 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციები გადაუგზავნა.

83 შეწყალებულიდან 40 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ 43 მსჯავრდებულს შორის ერთი უვადოდ მსჯავრდებულია, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთა შორის სამი ქალია, რომელთაგან ერთი დღესვე გათავისუფლდება და 1 არასრულწლოვანი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები