სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ - ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში გრილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები