ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი
სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და
საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.
სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ,
რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების
წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.
სამივე მამაკაცის დაკავება ივნისში ჩატარებული ხმაურიანი ოპერაციის
გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის
ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.
წყარო: tv4.ge