სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად თავი წარადგინა
პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო გამმართულ პრესსკომფერენციაზე განაცხადა .

“მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არა მხოლოდ მათ წინაშე, ყველა იმის წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს. ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა ეს ვერ შეძლეს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 6 აგვისტოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ის პრეზიდენტობი გამოწვევაზე უარს არ ამბობს.


ზურაბიშვილის თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის მთავარი მოვალეობა იქნება, ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა.


მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ექნება, რომელიც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები