დავით ბაქრაძე - უახლოეს პერიოდში საზოგადოება იხილავს სალომე ზურაბიშვილის ზურგს უკან ამოფარებულ სახელისუფლებო და მმართველი პარტიის რესურსს
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად რაიმე შედეგის მიღწევის პრაქტიკულად, ნულოვანი შანსი აქვს“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება იხილავს ზურაბიშვილის ზურგს უკან ამოფარებულ სახელისუფლებო და მმართველი პარტიის რესურსს.

"დამოუკიდებლად, ქალბატონ ზურაბიშვილს პრაქტიკულად, ნულოვანი შანსი აქვს რაიმე ტიპის შედეგის ჩვენების და ალბათ, ახლო მომავალში, ყველა ერთად ვიხილავთ იმას, რაც ისედაც გვესმის და ვხედავთ, რომ მას მხარს დაუჭერს "ქართული ოცნება". ამიტომ მთელი ეს სცენარი, რომ თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატის წამოყენება ხდება, რეალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ახლო მომავალში ვიხილავთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უკან მობილიზებული იქნება ხელისუფლების და "ქართული ოცნების" მთელი რესურსი",
- განცახადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print