რესტორანი მაჭახელა აგვისტოს ომთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო
ბოდიშს იხდის და
ამ ინცინდენტში ჩართულ თანამშრომლებთან ხელშეკრულებას წყვეტს:
“პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას
გუშინდელი ინციდენტის გამო სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ
ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების
მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირებისთვის.
სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით
თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების
შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია
პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ
გადაწყვეტილებებზე”, – ნათქვამაი ადმინისტრაციის
განცხადებაში.
გუშინ, 7 აგვისტოს ფეისბუქის საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ
რესტორან “მაჭახელაში” მყოფ სტუმრებს მოთხოვეს მაგიდიდან აეღოთ
პუტინის გამოსახულებით ტრანსპარანტი. ამ მოთხოვნის საფუძვლად სტუმრებს
განუმარტეს, რომ “მაჭახელა პროტესტის გამოხატვის ადგილი არ არის”.
მაჭახელა აცხადებს, რომ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას რომელიც
ეკისრებათ ამ შემთხვევაში და წყვეტს საქმიან ურთიერთობას ყველა იმ
თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნულ ინციდენტში.
რესტორანი ასევე წყვეტს საქმიან ურთიერთობას რესტორნის ფეისბუქ
გვერდის ადმინთან, რომელმაც გავრცელებული ცნობის შემდეგ, მაჭახელას
ფეისბუქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და პროტესტის ავტორებს
ფსევდოპატრიოტები უწოდა. ეს განცხადება ამ დროისთვის წაშლილია.
“[მან] სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა
ჩვენი პიზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ
აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია
სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც
რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ
ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო”, – ნათქვამია
განცხადებაში.