რუსთავში 2 წლის გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა
რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა გუშინ საღამოს 21-ე მიკრორაიონში, საცხოვრებელ ბინაში მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები