რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი
გარდაიცვალა. გოგონა გუშინ საღამოს 21-ე მიკრორაიონში,
საცხოვრებელ ბინაში მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.