შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გაიხსნა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.

„2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს
ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.

პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის
განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,
- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები