კიევის მეტროში ქალმა კატას თათზე უკბინა
კიევის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები წერენ, ქალი კნუტისთვის თათის მოჭმას შეეცადა. გამვლელები ქალისგან კატის გათავისუფლებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ .
თვითმხილველების განცხადებით, ქალი მეტროში მანამდეც შეუნიშნავთ. მათი თქმით, მოხუცი ქალი მოწყალებას ითხოვდა და ყოველ დღე სხვადასხვა ცხოველთან ერთად ხედავდნენ.



ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი 3 კნუტთან ერთად იყო. ორის წართმევა გამვლელებმა ადვილად მოახერხეს, მესამეს კი ქალი კბილებით იჭერდა.
მომხდარის შემდეგ კატა ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს. მას მარჯვენა იდაყვის სახსრის დახურული ტრავმა აქვს. ვეტერინარის განცხადებით, დაზიანება მილიმეტრებით ასცდა ნერვს, რომლიც დაზიანების შემთხვევაშიც, კნუტი თათს დაკარგავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ქალი პოლიციას არ დაუკავებია და მის მიმართ, ჯერჯერობით, არც ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებულა.




წყარო: ნეტგაზეთი

Print