სიახლე
არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერც წელს მიიღებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ უთხრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77 სექტორია. აქედან 85 სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.

სახელმძღვანელოები, რომლებითაც ამ სკოლებში ასწავლიან, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას არ შეესაბამება.

როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავენ, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში სახელმძღვანელოები მეზობელი ქვეყნებიდან შემოაქვთ. შესაბამისად, მოსწავლეები განათლებას იღებენ არა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არამედ იმ ქვეყნების განათლების სისტემის მიხედვით, სადაც აღნიშნული სახელმძღვანელოებია დაბეჭდილი.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თქმით, ქართულიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოები მოძველებულია, ამასთან, უხარისხოდ ნათარგმნი.

განათლების სამინისტრომ ქართულენოვან სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოების განახლება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 15 სექტემბერს შევა, თუმცა ეს არ შეეხება არაქართულენოვან სკოლებს.

მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: „სამ თვეში ამ სახელმძღვანელოების შედგენა და თარგმნა ვერ მოხერხდებოდა. თუ გვინდა, რომ კარგი წიგნები დაიბეჭდოს, რელევანტური უნდა იყოს. ძალიან განსხვავდება კარგი წიგნი და ნათარგმნი წიგნი, თუ ის უაღრესად მაღალ დონეზე არ იქნება შესრულებული.

ამიტომ, ჩვენ სექტემბრიდან ვიწყებთ მუშაობას პედაგოგებთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს დროულად, ადეკვატურად. ეს ვერ მოხდება 15 სექტემბრისთვის“ და არც პირველად „დიზაინში ყოფილა ეს გათვალისწინებული“.


„ბათუმელების“ კითხვაზე, სახელმძღვანელოების შეცვლისას რატომ არ დაიგეგმა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა არაქართულენოვანი სკოლებისთვის? მურღულია ამბობს, რომ „ეს საკითხი არც თავდაპირველ დიზაინში ყოფილა გათვალისწინებული“, რადგან მიზეზი დროის ფაქტორია.

„ეს საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამაზე. პროცესი არის აქტიურ ფაზაში და მაშინ დასრულდება, როცა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები გვექნება. 2019 წელი იქნება მაქსიმუმი, არა მგონია ამაზე შორს წავიდეს ეს პროცესი,“ – გვითხრა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე – თუ როგორ აფასებს იმას, რომ წლების განმავლობაში 200-ზე მეტი სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე ასწავლიან, თემურ მურღულია ამბობს, რომ ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის. „ვიცი, რომ პრობლემა უნდა აღმოიფხვრას,“
– ამბობს ის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებით ასეთია:

აზერბაიჯანული სკოლა – 82

აზერნაიჯანულ-რუსული – 1,

აზერბაიჯანულ – სომხური – 1

ქართულ-აზერბაიჯანული – 31

რუსული სკოლა – 11

სომხურ-აზერბაიჯანული სექტორი – 1

სომხურ-ქართული სექტორი – 10

სომხურენოვანი სკოლა –118

ქართულ-აზერბაიჯანული სექტორი – 9

ქართულ-რუსული სექტორი – 30

ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანული – 1

ქართულ-რუსულ-სომხური – 1
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თბილისის იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური შინაარსის აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის
სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ
აძლევენ.
14:23 / 10.12.2018
თბილისის იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური შინაარსის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას იუსტიციის სახლში შესვლას უზღუდავენ და სერვისებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებთან
დაკავშირებით ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება.
13:52 / 10.12.2018
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორის ქადაგებას ეხმაურება.
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15
თეთრით გაძვირდა.
12:26 / 10.12.2018
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი
გახდეს. ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება, რომელიც
პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.
12:23 / 10.12.2018
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება, რომელიც პარლამენტში ხვალ უნდა დარეგისტრირდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის
ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
23:19 / 09.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ.
16:04 / 07.12.2018
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე.
14:50 / 07.12.2018
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა
ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ.
14:26 / 07.12.2018
საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ.