ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე ჯარისკაცმა გადაარჩინა
ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა გოგა გოგლიჩაძემ გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით , ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

სააგენტოს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ქუთაისში, წითელი ხიდიდან გადახტა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: ნეთგაზეთი
Print