პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისთვის ნოუთბუქების დარიგება დაიწყო
პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისთვის დასარიგებელი 55 500 acer-ის ფირმის ნოუთბუქი უკვე შეძენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ საგანმანათლებლო, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, უწყებამ კომპიუტერები ტენდერში გამარჯვებული კომპანია UGT-სგან შეიძინა და სკოლებში მათი დარიგება უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება პირველკლასელებს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საჯარო და კერძო სკოლებში სულ 50 014 პირველკლასელია დარეგისტრირებული.
სამინისტროს ცნობით, მონაცემები მცირედით შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ამ დროისთვის საჯარო სკოლებში სულ 49 432 პირველკლასელია დარეგისტრირებული და კერძოში 5 892.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print