ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს
ბრაზილიაში პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. როგორც BBC წერს, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს თავს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ აქტივობაზე დაესხნენ.

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბოლსონარო მხარდამჭერებს ესალმება რა დროსაც მას დანით ჭრილობას აყენებენ. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებმა ჯერ მიწაზე დააწვინეს, შემდეგ კი მანქანაში გადაიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ბოლსონარომ ბევრი სისხლი დაკარგა. როგორც მისმა ვაჟმა “ტვიტერზე” დაწერა, პოლიტიკოსი საავამდყოფოში ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს.

BBC-ს შეფასებით ბოლსონოარო წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსია, რომემაც საკუთარი რასისტული და ჰომოფობიური კომენტარებით ბევრი ბრაზილიელი გააღიზიანა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print