პირველი ჯგუფის შშმ პირის თქმით, შვილების სოციალური დახმარება ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრების გამო მოუხსნეს
ზემო სარალის მცხოვრები 45 წლის ჰამზა გულიევი პირველი ჯგუფის შშმ პირია. თვალის პრობლემის გამო თითქმის ვერ ხედავს. ამავე პრობლემის გამო ვერ მუშაობს და ოჯახსაც ვერ არჩენს.

გულიევების ოჯახში 6 ადამიანია - ორი შვილი, მეუღლე, მამა და დედა. ყველანი ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობენ.

ჰამზა ამბობს, რომ დედ-მამისა და ასევე თავისი პენსიით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გამო 180 ლარია, ოჯახს ძლივს არჩენენ. მისი თქმით, 2016 წელს მარნეულში სოციალური სააგენტოს მიმართა და შვილებისთვის დახმარება სთხოვა. ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში მას არავინ არ დაეხმარა.

2018 წელს თითო ბავშვისთვის 10 ლარიანი დახმარება მიიღო. 5 თვის განმავლობაში ბაშვების დახმარების ფულს იღებდა მერე კი გაიგო, რომ დახმარება შეაჩერეს. მიზეზის გასარკვევად სოციალურ სააგენტოში მივიდა. სააგენტოდან უთხრეს, რომ თავის ძმის ოჯახთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა და სწორედ ამიტომ შეუჩერდა დახმარება.

გულიევის თქმით, სამკურნალოდ წამლის საყიდელი ფული არ აქვს და სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები