მალხაზ მაჩალიკაშვილი - შოთაძეზე უკეთესი პროკურატურაში არ მივა, ყველანი ნაძირლები არიან
შოთაძეზე უკეთესი პროკურატურაში არ მივა. ყველანი არიან ერთნაირები, ნაძირლები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მაჩალიკაშვილმა დაადასტურა, რომ მათ ოჯახს ახალ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურს, თუმცა იქვე სკეპტიციზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას აზრი არ აქვს.

„ვიცი, რომ ყველანი არიან ერთნაირები. შოთაძეზე უკეთესი იქ არ მივა. არც შოთაძე იყო დალაგებული პიროვნება. ყველანი არიან ნაძირლები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ: პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გასულ კვირას განუცხადა, რომ ოჯახს ახალ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურდა, რასთან დაკავშირებულ მოთხოვნასაც პროკურატურაში უახლოეს პერიოდში შეიტანენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები